დავით დონდუა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

29/01/2018

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდთან დაკავშირებით. დავით დონდუამ აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების ფარგლებში ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით კი – რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში.
მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული უკანონო პროცესების შესახებ. ყურადღება ასევე გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანი უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე სიტუაციაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0