დავით ვერავა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო

28/04/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა სოფელ ცაიშში გაეცნო, სადაც მეწარმე ნანა ფიფიას მარწყვის მეურნეობა აქვს და ამ პერიოდში უკვე მოახდინა 3 ტონა პროდუქციის რეალიზება. მეწარმემ შინ მიტანის სერვისი დანერგა, აგრარული ბაზრების გახსნის შემდეგ კი უკვე მარწყვის შეტანას ბაზრობებზეც იწყებს. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა.

“მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა ფერმერებს არ უჭირს პროდუქციის რეალიზება. მათ თავად აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, უკვე რეალიზაციაში გასულია 3 ტონა მარწყვი. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0