დავით ზაკალიანი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლუკას ბეგლინგერთან და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ივ როსიესთან. 2009 წლიდან, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული თემები, საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შვეიცარიელ დიპლომატებს დეტალურად გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული სიტუაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რომლის მსხვერპლად არაერთი საქართველოს მოქალაქე იქცა. ხაზი გაესვა 22 თებერვალს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს. აღინიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს აღნიშნულ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.

Visited 155 times, 1 visit(s) today