დავით ზალკალიანი მელფორდ ნიკოლასს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-ნმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ბ-ნ მელფორდ ნიკოლასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სფეროებში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე. ხაზი გაესვა აკადემიური გაცვლების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი ნიკოლასი ქ. თბილისში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს. მინისტრი ასევე ესტუმრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მონაწილეობა მიიღო გურიაში საქართველოს იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაში.

Visited 83 times, 1 visit(s) today