დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

14/09/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.
დავით ზალკალიანი მიესალმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიის დაწყებას და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველო-იაპონიის მჭიდრო კავშირების შემდგომ განმტკიცებას, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე კერძო სექტორში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0