დავით ნარმანიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

09/05/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული თანამოქალაქის ვალია, პატივი მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც მშვიდობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ამაგს ქვეყნის წინაშე” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0