დავით ნარმანია ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოჭორმის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 17000მ2 ფართობზე, ახალი საგზაო სამოსი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებული იყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
,,ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ბოჭორმის ქუჩაზე. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ზედა ფენის დაგება. სამუშაოები დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ აწარმოებს. სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

Visited 124 times, 1 visit(s) today