დავით ნოზაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო

29/07/2023

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურის დასახლებასა და სოფელ საგურამოში იმყოფებოდა. თავდაპირველად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ მცხეთაში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული სკვერი მოინახულეს. პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს “ელმამ” განახორციელა. ასევე, დასრულებულია სადგურის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე და მიმდებარე ორ ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 83 000 ლარს აღემატება. სამუშაოებს შპს “ლუკრი” ახორციელებს. სოფელ საგურამოში კი, 21-ე ქუჩაზე, საავტომობილო გზის გამყოფი გამწვანებული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გაკეთდება ტროტუარები და ბილიკები, ბავშვთა გასართობი სივრცე ატრაქციონებით. ასევე, განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი. ბავშვთა სივრცესა და ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთში მოეწყობა დეკორატიული გამწვანება და ჩატარდება ყველა სხვა საჭირო სამუშაო. პროექტის ღირებულება 760 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “მ.მ” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0