დავით საგანელიძემ კონფერენციაში “ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვს” მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩინეთის, როგორც სწრაფად მზარდი ეკნომიკისა და უზარმაზარი ბაზრის მქონე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთუერთობები და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები დიდ და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს. მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ თავისი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის. ქართველ მეწარმეებს ჩინეთის მილიარდ ნახევრიანი ბაზრის კარი ექხსნებათ და ეს ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“,- ეს განცხადება დავით საგანელიძემ კონფერენციაზე გააკეთა.

კონფერენცია „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოსთვის ჩინეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონფერენციის მიზანი ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგების გაცნობა და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დასახვა იყო.

Visited 201 times, 1 visit(s) today