დავით სერგეენკო ბულგარეთის ელჩს შეხვდა

15/02/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმების საკითხი იყო. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის მსურველებისთვის ლეგალური დასაქმების მექანიზმების გაუმჯობესებას. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შრომით მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების დაცვა არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებული სირთულეებისგან და რაც მეტ ქვეყანასთან იქნება გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება, მით უფრო მეტად იქნება დაცული შრომითი მიგრანტების უფლებები.
მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს აქტიური თანამშრომლობისთვის და მომდევნო ერთობლივი სამუშაოები დაგეგმეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0