დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ მრჩეველს, ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელს, ალბერტო მუსატის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც განაპირობა კიდეც ფონდის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი.

​„თანამშრომლობის გაღრმავება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად შევქმნით ახალ პროექტებს, რომლებიც სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ეს კი საშუალებას მოგვცემს ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Visited 13 times, 1 visit(s) today