შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, რეგიონის ხელმძღვანელ პირებს, კლინიკების წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემები: იმუნიზაცია–ვაქცინაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და მედიკამენტების პროგრამაში დაგეგმილი ის სიახლეები იყო, რომელიც ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდასა და მედიკამენტების წრის გაფართოებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი პორტალიც გააცნეს (citizen.moh.gov.ge), სადაც მოქალაქეებს საყოველთაო დაზღვევით გათვალიწინებული სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.