დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

10/11/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა სისტემაში გატარებული და მომავალი წლისთვის დაგეგმილი ცვლილებები იყო. მინისტრმა სამედიცინო საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა, გამოვლენილი ხარვეზები და მიღწევები გააცნო. „გაგრძელდება სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებების მიმართულებით განხორციელდა. ასევე, ხარისხსა და ხარჯთეფექტურობაზე ორიენტირებული მიდგომები. კლინიკებს გავაცნობთ იმ მიღწევებსა და ხარვეზებს, რაც წლის განმავლობაში მათი მხრიდან დაფიქსირდა. ეს არის ძირითადად საორგანიზაციო საკითხები,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა განმარტებით, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მსგავსი შეხვედრები და პოზიციების შეჯერება მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0