დავით სერგეენკო, მსოფლიო ბანკის წარმომადგელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში ვიზიტით მყოფ მსოფლიო ბანკის წარმომადგელებს შეხვდა. ვიზიტის მიზანს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებების იდენტიფიცირება და ერთობლივი პროექტების გეგმის შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრაზე ელექტრონული ჯანდაცვის იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო დასაქმებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების საკითხებსაც. შეხევდრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – მაია ლაგვილავა და თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.

Visited 133 times, 1 visit(s) today