დავით სერგეენკო „ჟორდანიას კლინიკის“ გახსნას დაესწრო

08/06/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ჟორდანიას კლინიკის“ გახსნას დაესწრო და განახლებული სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა . „ვივო მედიქალ ჯგუფში“ გაერთიანებული კლინიკა სრულად განახლდა და გარემონტდა. კლინიკის მთავარი მიმართულება რეპროდუქტოლოგია-გინეკოლოგიაა. განახლებულ სამედიცინო ცენტრში რეპროდუქციასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი. კლინიკაში ბავშვთა გინეკოლოგიის მიმართულებაც დაინერგა. ცენტრში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოქმედებს. უნაყოფობის და უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ IVI-სთან თანამშრომლობით შემუშავდა. „ჟორდანიას კლინიკა“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან ფუნქციონირებს. „ვივო მედიქალ ჯგუფში“ ის 2016 წელს გაერთიანდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0