დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

21/06/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში მინისტრი სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან – ანა შუჩატთან და ცენტრის ხელმძღვანელობასთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები იყო. შეხვედრაზე სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განხილეს.
21-22 ივნისს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქ. ვაშინგტონში – ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანთან ტომას პრაისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგართან. შეხვედრებზე განიხილება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0