დავით სერგეენკო ჯანმოს წარმომადგენლებს შეხვდა

14/12/2018

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდები დაავადებებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების დირექტორს ქალბატონ ბენტე მიკელსენსა და სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელს ნინო ბერძულს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს არაგადამდები დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქრონიკული დაავადებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0