დავით სერგეენკო ჰოლანდიის ელჩს საქართველოში ჯოს დოუმას შეხვდა

28/04/2016

შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჰოლანდიის ელჩს საქართველოში ჯოს დოუმას შეხვდა. ახალი ელჩის პირველი სამუშაო ვიზიტი ჯანდაცვის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შრომის სფეროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემას, ბავშვთა ზრუნვისა და დასაქმების საკითხებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0