დავით სერგენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომას ესწრება

11/09/2017

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში, უნგრეთში. სხდომას ესწრებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო ბელქანია. სხდომაზე განიხილება ჯანმრთელობის დაცვის მდგრადი განვითარების მიზნები და გამოწვევები. 12 სექტემბერს სხდომაზე სიტყვით გამოვა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0