დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ ქუთაისისა და თელავის მერობის კანდიდატები წარადგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ ქუთაისისა და თელავის მერობის კანდიდატები წარადგინა.
„შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე, ხოლო თელავში გელა გელაშვილი იბრძოლებენ. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბების და ახლებური პოლიტიკის დანერგვის დასაწყისი, რასაც ამ ეტაპზე თბილისის მერობის კანდიდატ თენგიზ შერგელაშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის და საკრებულოების წევრობის კანდიდატები გაუძღვებიან.
უსუფაშვილის თქმით, „შენების მოძრაობას“ უერთდებიან პატრიოტი პროფესიონალები, რომლებსაც გააზრებული აქვთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებების აუცილებლობა და შესაძლებლობა.

Visited 176 times, 1 visit(s) today