„მრეწველთა პარტიის” ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებსა და გოგი თოფაძეს შორის არსებული დაპირისპირება იმაზე მიუთიტებს, რომ კოალიციაში სრული დემოკრატიაა.
„ბატონ დავით უსუფაშვილს დიდ პატივს ვცემ. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთირესპუბლიკელი მას უფრო ებრძვის, ვიდრე – ჩვენ. პოლიტსაბჭოზე ვიგრძენი, რომის უფლებამოსილებით აღჭურვილი არ იყო, კონსტიტუციაში შესატანცვლილებასთან დაკავშირებით, პოზიცია რესპუბლიკელების სახელითდაედასტურებინა.
გუნდში განსხვავებული აზრების არსებობა, სწორედ დემოკრატიაზე მიუთითებს. გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა საქმის კეთებაში ხელს არ გვიშლის. ყველა პარტიას თავისი წვლილი აქვს და ერთად ბევრს მივაღწიეთ. დღეს არ არსებობს ოჯახი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის გაკეთების საშუალება არ აქვს. გვახსოვს დრო, როცა ეს ადამიანებს ვალების აღების ფასად უჯდებოდათ და სხვა მრავალი. კოალიციის სისუსტე სუსტი პიარკამპანიაა.” – აღნიშნავს ზურაბ ტყემალაძე.