დავით ფარცვანია ახალგაზრდებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია ახალგაზრდებს ზუგდიდის ტექნოპარკში შეხვდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდულ სკოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აძლევს სხვადასხვა მიმართულებებით განათლება მიიღონ და უცხოეთსა და საქართველოში ცნობილი ექსპერტების ლექცია-სემინარებს დაესწრონ, სკოლის ფარგლებში ექსკურსიები და გასვლითი ტურებიც გაიმართება. ლექცია-სემინარები ჩატარდება საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო გამოსვლების, დებატების ხელოვნების, ტურიზმის და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით. დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 1-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე szs.gov.ge@gmail.com
მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. რეგიონის მასშტაბით შეირჩევა 60 ახალგაზრდა, პროგრამა 6 თვიანია. პროექტი ხორციელდება კერძო ბიზნესის მხარდაჭერით.

Visited 113 times, 1 visit(s) today