დავით შარაშიძემ, ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

26/07/2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ბიძინა ცინცაძესთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.
პროექტი მოიცავს ორი სოფლის შემაერთებელი გზის ორფენოვანი ასფალტითა და სანიაღვრე არხებით მოწყობას. სამუშაოების ღირებულება 490 000 ლარია, რომელიც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტს კომპანია “New Road”-ი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0