დავით შერაზადიშვილი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს შეხვდა

13/09/2019

დანიის მთავრობა საქართველოში გეგმავს დაიწყოს ახალი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მრჩეველი ნიკოლაი სონდერბი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა ესტუმრნენ.

სამუშაო შეხვედრაზე ნიკოლაი სონდერბიმ დავით შერაზადიშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დანიის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მერმა კი მას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამოწვევები და სამომავლო მიზნები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0