დავით შერაზადიშვილი, მწყნეთის, ბალახაურის, ჭაპალას სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა

23/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, სამი სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის კენჭისყრის პროცესს დაესწრო. სოფელ მწყნეთსა და ბალახაურში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გარე განათების ქსელი მოეწყობა. სოფელ ჭაპალაში კი სასაფლაოს შემოღობვა მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0