დავით შერაზადიშვილი საქართველოს სახალხო დამცელთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

02/06/2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა საქართველოს სახალხო დამცელთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანს, საბჭოს წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტს უმასპინძლეს. 2009 წელს მიღებული იქნა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. მას შედეგ სახალხო დამცველის ოფისი ყოველწლიურად ახორციელებს ამ დოკუმენტის შესრულების მონიტორინგს.
შეხვედრის მიზანი იყო საბჭოს წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება ინფრასტრუქტურული, კულტურული და სხვა პროგრამები ბოლნისის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ასევე რამდენად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში.
მონიტორინგის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში აისახება.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საბჭოში გაერთიანებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ასზე მეტი ორგანიზაცია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ეროვნულ უმცირესობათა საბჭო წარმოადგენს ძირითად საკონსულტაციო ორგანოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო უწყებებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0