დავით შერაზადიშვილი ფონდი „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა

15/01/2018

ფონდის „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ წარმომადგენლებმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, პროექტის „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტის „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ფარგლებში სოფელ დისველში მიმდინარეობს ბიბლიოთეკის, წარმომადგენლის ოთახისა და სამედიცინო პუნქტის მოწყობა, ხოლო სოფელ ქვეშში გაკეთდება მინი პარკი.
აღნიშნულ ფონდსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 7 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტის ,, „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს.
პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.
პროექტი, გერმანული ფონდის „Brot für die Welt “ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0