დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის თეატრალურ დასს პროფესიულ დღე მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“დღეს ქართული თეატრის დღეა. მინდა, ბოლნისის თეატრის თითოეულ წევრს დღევანდელი დღე მოგილოცოთ.
რამდენიმე ათეულ წელზე მეტია ჩვენი დასი სხვადასხვა ჟანრის გამორჩეული სპექტაკლებით გვანებივრებს. თეატრის კედლებში არაერთი შესანიშნავი მსახიობი აღიზარდა. ბოლნისის თეტარი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იღწვით იმისთვის, რომ ბოლნისში კულტურის სფერო სათანადოდ იქნას წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!”,-დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.

Visited 115 times, 1 visit(s) today