დავით ჯალაღანიამ ერაყელ ხალხს ქალაქ მოსულის ტერორისტებისგან გათავისუფლება მიულოცა

14/07/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საელჩოში ქ. მოსულის გათავისუფლებისა და გამარჯვების დღის აღსანიშნავად გახსნილ მილოცვის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მინისტრის მოადგილე მიესალმა ერაყის ჯარის წარმატებებს „ისილ“-ის/“დაეშ“-ის (ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში) წინააღმდეგ ბრძოლაში და მიულოცა ერაყელ ხალხს მიმდინარე წლის 10 ივლისს ქ. მოსულის გათავისუფლება ტერორისტებისგან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ერაყის მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში სტაბილურობის გასამყარებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0