დავით ჯალაღანიამ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა

19/09/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 18 სექტემბერს შრი ლანკის დემოკრატიულ- სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა შრი ლანკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ვასანთა სენანაიკესთან, საგარეო საქმეთა მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან მ. მ. ჯაფერთან და მინისტრის მოადგილესთან ა. ლ. აზიზთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შრი ლანკას შორის ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების, პარლამენტაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისა და ხალხთაშორისი კონაქტების გაღრმავების მნიშვნელობა. შრი ლანკის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა დელეგაციის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის განვითარებისა და ქრისტიანულ-რელიგიურ საქმეთა სამინისტროს მდივანთან ესალა ვირაკუნთან, სადაც განიხილეს ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები. დადებითად შეფასდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შრი ლანკიდან საქართველოში ვიზიტორთა მზარდი დინამიკა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და შრი ლანკის ტურიზმის განვითარების ადმინისტრაციის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნა, ადინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამრომლობის დამყარებასთან დაკავშირებით.
შრი ლანკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა შრი ლანკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის პრეზიდენტს სარათ კაჰაპალარაჩის და ფედერაციის გენერალურ მდივანს, აღმასრულებელ დირექტორს აჯიტ დ. პერერას. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვაზე და უახლოეს მომავალში ბიზნეს დელეგაციების გაცვლის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს სამრეწველო პალატასა და შრი ლანკის სავაჭრი-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0