დავით ჯიქია მოსახლეობას შეხვდა

10/05/2017

რუსთავის მერი დავით ჯიქია ლეონიძის ქუჩის #22; 24; 26 და 28 კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის მერთან ერთად, შეხვედრას მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მარლენ ლაბაძეც ესწრებოდნენ.
დავით ჯიქიამ ლეონიძის ქუჩის მაცხოვლებლებს, ქალაქში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები გააცნო, მათგან პრობლემების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა.
56 შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის ლეონიძის ქუჩის #14,16, 24,26, 28,30 კორპუსების შიდა ეზოეში სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0