დავისახეთ ძალიან კონკრეტული მიზნები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„დავისახეთ ძალიან კონკრეტული მიზნები, როგორ შეიძლება სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და გაზრდა. შევეხეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. მიმდინარე წელს გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორ განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ამ მიმართულებებით”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Visited 124 times, 1 visit(s) today