დათა ქაჯაიამ საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა

01/04/2017

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის – TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა. აღნიშნული რბოლის შედეგების საფუძველზე, ავტომრბოლელები სტარტის ხაზთან შესაბამისი რიგითობის მიხედვით დადგებიან. საკვალიფიკაციო რბოლაში 12 ქვეყნის სახელით 16 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სახელით, ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ და სერბმა სპორტსმენმა დუშან ბორკოვჩმა იასპარეზეს. დათა ქაჯაიამ, საკვალიფიკაციო გარბენში მიღებული შედეგების მიხედვით, სასტარტო ხაზთან პირველი ადგილი მოიპოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0