დათო გოგუამ სტიქიის ზონაში ჩარჩენილებს სამაშველო ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დათო გოგუა სტიქიის ზონაში ჩარჩენილებს სახლში ესტუმრა და სამაშველო ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა.

დაზარალებულებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს ოპერატიულად განხორციელებული სამუშაოსთვის.

რაულ პაპავა და მამუკა გელანტია სოფელ ხაბუმეში , მდინარის ადიდების შედეგად კუნძულზე ჩარჩნენ. ისინი შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იმატა.

მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენა.

Visited 162 times, 1 visit(s) today