დათო გოგუას ინიციატივით დაფუძნდა ახალგაზრდული მერია

05/12/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას ინიციატივით დაფუძნდა ახალგაზრდული მერია, რომელიც ძირითადად მე–11 მე–12 კლასელებით დაკომპლექტდა.მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ახალგაზრდული მერიის წარმომადგენლებს შეხვდა .
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა თავიანთ მიზნებზე და მომავალი საქმიანობის გეგმებზე ისაუბრეს.
მერმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობის, თანადგომის და სამუშაო გარემოს შექმნის პირობები აღუთქვა მათ.
ახალგაზრდული მერიის დაფუძნების ძირითადი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის პრობლემებისა და საჭიროებების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობას.
მერიაში გაწევრიანებულმა ახალგაზრდებმა უნდა განახორციელონ პროექტები და დაგეგმონ აქტივობები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე. ახალგაზრდულ მერიას ბექა გოგუა უხელმძღვანელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0