დათო გოგუა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელ დავით აშორდიასთან და გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროს გია ცირემუასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა მავნებლისგან დაზიანებული ფართობები და სიმინდის ყანები. დათო გოგუამ ადგილობრივ ფერმერებს ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სიმინდის ფართობების აეროზოლური მეთოდებით დამუშავება 250 ჰექტარზე განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
პარალელურად, საკარმიდამო ნაკვეთები, ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.

Visited 205 times, 1 visit(s) today