დათო ნავერიანის სახელობის მე-3 საერთაშორისო ორდღიანი ტურნირი დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მესამედ მასპინძლობს საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატის, დათო ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ძიუდოში. ტურნირი , რომელიც ორ დღეს გასტანს, დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და მას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა. სპორტსმენების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,თამარიონი“-ს მოცეკვავეები წარსდგნენ, აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი. მუნიციპალიტეტის გამგებელი გამომსვლელებს მიესალმა და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდღიან ტურნირზე დაახლოებით 200-მდე სპოტრსმენი აისპარეზებს, მათ შორის 30 ბოლნისელია. შეჯიბრი 2 ასაკობრივ ჯგუფში 20 წონითი კატეგორიის სპორტსმენითვის გაიმართება.
გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია დათო ნავერიანის სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ფალავანი დაეუფლება.
,,ტურნირი არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ბევრი ჭაბუკი ღებულობს მონაწილეობას, გარდა ამისა ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. დათო ნავერიანი იყო პიროვნულად ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი, მას აქვს ძალიან დიდი ღვაწლი ჩვენს მუნიციპალიტეტში ძიუდოს განვითარების კუთხით და ბოლნისის მუნიციპალიტეტი არის მზად ყოველთვის დაუჭიროს ასეთი ტურნირების ჩატარებას მხარი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 143 times, 1 visit(s) today