დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად დამტკიცდება

02/02/2017

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვედრის დროს აღნიშნა რომ შემუშავებულია დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ბიზნესის შენიშვნები და წინადადებები.
დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებაში შემავალი კომპანიების დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრებს.
დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის ნახვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. იხილეთ შესაბამისი ბმული: http://www.rs.ge/6259

Tweet about this on TwitterShare on Facebook0