დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა

02/02/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბალდის უბანში დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. წვიმების შედეგად შიდა საუბნო გზა მეწყერის შედეგად ჩამოიშალა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. გზის გაწმენდის სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მაჟორიტარ დეპუტატთან რამაზ ხურცილავასთან და მერის წარმომადგენელთან ჯანო წულაიასთან ერთად დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0