დამიაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

08/09/2017

დამია–გეორარხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დამიაში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი დასრუდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასმელი წყლის მილგაყვანილობა და დამონტაჟდა მრიცხველები.
აღსანიშნავია, რომ სოფელ დამიას ყველა მოსახლე, (102 კომლი) უზრუნველყოფილია სასმელი წყალის მიწოდებით.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორცილდა, რომლის ღირებულებაც 107 000 ლარია.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 49 910 ლარი, რგპ ფონდიდან 58 890 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0