დანიის ლტოლვილთა საბჭომ ათ წლიანი პროექტი დაასრულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელოს რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დახურვის ცერემონიალს დაესწრო და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩ საქართველოში ლუკას ბეგლინგერთან, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორ სვენდ მონრად გრაუნბოელთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიასთან, სოციალური დაცვის განყოფილების უფროს გოგი რევიასთან , ქალაქის მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები და დევნილი და ადგილობრივი ოჯახებისთვის აშენებული სახლები მოინახულა. სოზარ სუბარმა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მარწყვისა და თხილის საწარმოებიც დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის 14 სახლი აშენდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარემონტდა 3 პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული ობიექტი: ახალსოფლის სკოლა, ჯიხაშკარის საბავშვო ბაღი,ჭკადუაშის მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს საბავშვო ბაღს, ამბულატორიას და კომპიუტერულ ცენტრს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, პროექტის დახურვის ცერემონიალი გაიმართა, სადაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ 10 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში განხორციელებული პროგრამების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და დანიის დევნილთა საბჭოს მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ უამრავი პროექტისთვის, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარმატებით განახორციელეთ, ათი წლის განმოვლობაში 1000- ზე მეტი ადამიანის დახმარება შეძელით ,რაც უდიდესი მიღწევაა. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ თანამშრომლობისთვის.წარმატებებს გისურვებთ“.

Visited 164 times, 1 visit(s) today