დარიალის ხეობაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა

15/08/2017

დარიალის ხეობაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა. ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან. მათი განცხადებით, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. „ადრეული გაფრთხილების სისტემა ფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე გართულებას და ინტენსიურ ღვარცოფულ მოვლენებს ექნება ადგილი, ავტომატურ რეჟიმში, სიგნალი მიეწოდებათ შესაბამის უწყებებს. ამ პერიოდში არის სრული სიმშვიდე, გზა გახსნილია და რაიმე სპეციალური რეჟიმის შემოღებას სააგენტო აღარ გეგმავს”- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე განცხადებით, მაისიდან ნოემბრის დასაწყისამდე მყინვარის ინტენსიური დნობის მაღალი რისკებია და არის მაღალი რისკის ზონა, შესაბამისად, წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს, შეუძლებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0