დარიალის ხეობაში სტიქიის პრევენციის სამუშაოები გრძელდება

20/02/2017

მოქალაქეთა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, დარიალის ხეობაში მდინარე თერგის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დარიალის ხეობა მეწყერსაშიში ზონაა, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მეწყრული ჩამონაშალებისგან კალაპოტის გაწმენდა, რაც თერგს დაგუბებისგან იხსნის. პროექტის ფარგლებში, მაგრდება გზა, რაც გადაადგილების შესაძლებლობებს ზრდის. სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი, გიორგი შენგელია გაეცნენ. სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი სტიქიების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0