დარჩელი – განმუხურის საავტომობილო გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

15/08/2017

დარჩელი – განმუხურის საავტომობილო გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, აშენდა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, გაკეთდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა. სამუშოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ზუგდიდის ზუგდიდის გამგებელთან ლაშა გოგიასთან ერთად გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი არის სოფელ განმუხურთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზა, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას ვერ უზრუნველყოფდა.
,,ჩვენ უკვე დავასრულეთ გზის სრულს რეაბილიტაცია. აქ მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ზონებში, სადაც დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. წლევანდელ სეზონზე ადგილობრივები და აქ ჩამოსული სტუმრები ახალი და კომფორტული გზით უკვე სარგებლობენ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0