დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100 პროცენტით უჭერს მხარს ამ ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინიციატივა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული დეპოპულაციის პროცესი.

“მე დღეს გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ განვაცხადე, რომ რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, როგორ შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორ შევქმნათ პლატფორმა დიალოგისთვის და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე, კომერციულ საქმიანობაზე, რათა ჰქონდეთ ელემენტარული საშუალება, თავიანთი ოჯახები გამოკვებონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ ამ ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში”, – აღნიშნა პრემიერმა.

Visited 128 times, 1 visit(s) today