დარწმუნებული ვარ, რომ ეს ე.წ ვიზიტი რუსეთის ფედერაციას ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს

07/08/2017

საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტი ერთიანი სცენარის ნაწილია, რითაც რუსეთი გეგმავს იმ ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას, რასაც ამდენი ხანია ეწევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ე.წ ვიზიტი რუსეთის ფედერაციას ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთიანობა აუცილებლად აღდგება სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით და ჩართულობით და ჩვენი მეგობრობის ისეთი მხარდაჭერით, როგორიც სულ ახლახანს იყო გამოხატული აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისი განმარტებით, ამერიკის მხარდაჭერა არის პასუხი იმ აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0