დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, წარმოდგენილი გუნდი შეძლებს, ძალიან კვალიფიციურად გაართვას თავი ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში.
“მათ გააჩნიათ ამის გამოცდილება. ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალიზმის ნიშნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

Visited 129 times, 1 visit(s) today