დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში დამონტაჟდა 21 000 დამჭერი ხაფანგ-ფერომონი

29/09/2017

2016 წლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალების დასადგენად ფართომასშტაბიანი მონიტორინგი. მონიტორინგის მიზნით დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში დამონტაჟდა 21 000 დამჭერი ხაფანგ-ფერომონი.
(რუკაზე აღნიშნულია კონკრეტულ რეგიონებში დამონონტაჟებული ფერომონების ფიცრები);
მავნებლის გავრცელების კერებში მობილიზებულია და ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა;
სიმინდის ფართობები და ნათესები სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანო აგრეგატებით მუშავდება;
ფაროსანასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით ან ინფორმაციის გასაზიარებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე – 15 01.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0