აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში მთლიანად 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები,სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები,მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი)მუშაობს. მთლიანად დამუშავებული ფართობების რაოდენობა 82 500 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის პირველ ეტაპზე 53 000 ფართობია დამუშავებული , ხოლო მეორე ეტაპზე წამლობა უკვე ჩატარდა 29 500 ჰექტარ ფართობზე -სამეგრელოში- 20 240 ჰექტარი, გურიაში 4600 ჰექტარი,იმერეთში-4660 ჰექტარი.
ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.