დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფის თემაზე სწავლება დასრულდა

18/03/2016

ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება – “დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა” დასრულდა. როგორც prof-news-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებები ვაზიანის პოლიგონსა და სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობდა. კურსის თეორიული ნაწილი – მეცადინეობები საამფეთქებლო საქმეში და საინჟინრო დაბრკოლებებში – I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის საველე ბანაკ “გაგრაზე”, ხოლო, პრაქტიკული ნაწილი საველე პირობებში ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, სწავლების განმავლობაში ქვედანაყოფებმა ისეთი მოქმედებები განახორციელეს, როგორიცაა: დასახლებულ პუნქტში თავდაცვისთვის გამოსაყენებელი დაბრკოლებათა ტიპები, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები დასახლებულ პუნქტში, ქუჩებსა და შენობებს შორის; შენობებზე და სახურავებზე შვეულმფრენების საწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში არსებულ ღია და მკვდარ სივრცეებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში, ღამის პირობებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; ტანკსაწინააღმდეგო, დესანტსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და მიმართული მოქმედების ნაღმური ველები.

აღსანიშნავია, რომ მეცადინეობები სამანევრო ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით მიმდინარეობდა. სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0